დღეს მარიცა კვანტალიანს დავემშვიდობეთ

მეგობრები, ახლობლები, მედიისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დღეს მარიცა კვანტალიანს დავემშვიდობეთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სპორტული მიმართულების პროდიუსერი, ჩვენი კოლეგა 34 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

საქართველოს პირველ არხზე მან თავდაპირველად „მოამბის“ კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი სპორტულ გადაცემათა რედაქციაში გადავიდა. იყო არაერთი სპორტული გადაცემისა და პროექტის პროდიუსერი, სპორტულ თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ავტორი.

მარიცა კვანტალიანი ამ დრომდე „ტაიმ აუტის“ პროდიუსერად მუშაობდა. პარალელურად, საქმიანობდა „ტელესკოლაზე“.

საქართველოს პირველი არხი სამძიმარს უცხადებს მარიცას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.