დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგით ხუთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის, პირველ საკითხად ჩანიშნულია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების არსებული წესის ცვლილება. საკითხზე მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა.
ასევე საბჭო რაიონულ,საქალაქო სასამართლოების აპარატში საშტატო ერთეულების დამატებაზეც იმსჯელებს. დანარჩენი საკითხები კი მიმდინარე და ტექნიკური საკითხების გადაჭრას ეხება.
საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.