დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით სულ 3 საკითხია განსახილველი. მათ შორის ერთ-ერთი, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გათავისუფლება. მიზეზი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვაა.
გარდა აღნიშნულისა, საბჭო კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას გეგმავს. სხდომა 9:30წთ-ზე დაიწყება. სხდომის დასრულების შემდეგ კი მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებაა დაგეგმილი.