დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ.
განსახილველ საკითხებს შორისაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივა, „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ინიციატივა, საბჭოს უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, სხდომის წერილობითი ოქმების წარმოებას გულისხმობს.
იუსტიციის საბჭომ აღნიშნული საკითხი წინა განხილვის დროს ორი კვირით გადადო.
იუსტიციის საბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.