დღეს ჰააგაში გაიხსნება ბიურო, რომელიც გამოიძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტს
დღეს ჰააგაში გაიხსნება ბიურო, რომელიც გამოიძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტს. ბიუროს გახსნა განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი ტრიბუნალის შექმნისკენ, რომელიც რუს ლიდერებს გაასამართლებს.
უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრი (ICPA) აერთიანებს პროკურორებს კიევიდან, ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან.
აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრი შეინახავს და გააანალიზებს მტკიცებულებებს მომავალი სასამართლო პროცესებისთვის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ აგრესიის დანაშაულების მტკიცებულებები შეინახება დაცულ ადგილას.