დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან, ერთი გორის ჰოსპიტალის ექთანია
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან, ერთი გორის ჰოსპიტალის ექთანია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
ახალი შემთხვევა ინფიცირებული ექიმ – ჰემატოლოგის კონტაქტია, რომელიც ასევე გირის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორში „კოვიდ-19“-ით სამი მედპერსონალის ინფიცირება დადასტურდა. მათგან ორი გორის სამხედრო ჰოსპიტალის, ერთი კი სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ექთანია.