დღეს, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
დღეს, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

იტალიის ქალაქ მილანში დღეს, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. მონაწილეთა შემადგენლობა საკმაოდ შესუსტებულია, რადგან პიონჩანგის ოლიმპიადის შემდეგ, ბევრმა წამყვანმა მოციგურავემ გადაწყვიტა პლანეტის პირველობის გამოტოვება.

მაგალითად, არ იქნებიან მილანში სპორტულ წყვილებში ოლიმპიადის ჩემპიონები, კანადელები – ტესა ვირტუ და სკოტ მოირი, ასევე ჩემპიონი კაცებს შორის, იაპონელი იუზურუ ჰანიუ. იტალიაში ვერ ვნახავთ რუსი მოციგურავეების – ალინა ზაგიტოვასა და ევგენია მედვედევას დუელს, რადგან ამ უკანასკნელმა იტალიაში გამგზავრებაზე უარი თქვა.

ზაგიტოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს და ქალებში მთავარი ფავორიტი იქნება. ცეკვებში პიონჩანგის თამაშების ვერცხლის პრიზიორებს – გაბრიელა პაპადაკისსა და გიიომ სიზერონს (საფრანგეთი) უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას. კაცებში ფავორიტი ამერიკელი ნათან ჩენია, რომელსაც ოლიმპიადის წაგების შემდეგ რეაბილიტაცია მართებს.

ამ ჩემპიონატზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს. მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მეორე გამოსვლაა – შარშან, ჰელსინკიში ყვითელაშვილმა მე-13 ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონატის განრიგი:
21 მარტი
ქალები. მოკლე პროგრამა
წყვილები. მოკლე პროგრამა
22 მარტი
კაცები. მოკლე პროგრამა
წყვილები. თავისუფალი პროგრამა
23 მარტი
ცეკვები. მოკლე პროგრამა
ქალები. თავისუფალი პროგრამა
24 მარტი
კაცები. თავისუფალი პროგრამა
ცეკვები. თავისუფალი პროგრამა