დღეს ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების მეოთხე და საბოლოო დღეა. ხმის მიცემის პროცესი ახლა 21 ქვეყანაში მიმდინარეობს, დანარჩენ ქვეყნებში არჩევნები გასული სამი დღის განმავლობაში ჩატარდა. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, ირლანდია, მალტა, ნიდერლანდები და სლოვაკეთი.
ხმის მიცემის პროცესი გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება ესტონეთსა და იტალიაში. უნგრეთში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავარმა კონკურენტმა, პიტერ მაგიარმა. ორბანმა ხმის მიცემის დროს თქვა, რომ მოსახლეობა არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის აკეთებს. მაგიარმა კი თქვა, რომ უნგრეთში რეალური ცვლილებებია საჭიროა. მან მოუწოდა მოსახლეობას, არ შეშინდნენ, თამამად და გაბედულად მისცენ ხმა ამ ცვლილებებს.
არჩევნები მიმდინარეობს საფრანგეთსა და გერმანიაშიც, ეს ქვეყნები ევროპარლამენტში ყველაზე მეტ წარმომადგენელს გზავნიან.
ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდება. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.