დღეს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართება
დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვდებიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია თურქეთში. ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომია.
„ორმხრივი კავშირების გარდა, ლიდერები ისაუბრებენ რეგიონალურ საკითხებზე, კონკრეტულად კი, უკრაინაზე და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“,- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.