თბილისის მერია - 24:00-დან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება
თბილისის მერია - 24:00-დან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება

24:00-დან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით განაგრძობს საგაზაფხულო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება – გადაიკეტება პანდუსზე ასასვლელი ხუთივე მონაკვეთი. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ მერიაში.