დღეს, 22:00 საათიდან 25 სექტემბრის 01:00 საათამდე ქარელის საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ ენდ ლ“, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-ე კილომეტრზე, ქარელის საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე აწარმოებს ლითონის მილის მოწყობის სამუშაოებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების გამო 24 სექტემბრის 22:00 საათიდან 25 სექტემბრის 01:00 საათამდე ქარელის საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე შეზღუდვები დაწესდება.
„ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი წვიმა), სამუშაოების ჩატარება ვერ მოხერხდა 2021 წლის 23 სექტემბრის 22:00 საათიდან 24 სექტემბრის 01:00 საათამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოები ჩატარდება 2021 წლის 24 სექტემბერს 22:00 სთ-დან 25 სექტემბრის 01:00 სთ-მდე. დროის ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.