დღეიდან სემეკ-ში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება და პასუხების მიღება იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი
დღეიდან სემეკ-ში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება და პასუხების მიღება იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

სემეკ-სა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა. დღეიდან სემეკ-ში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება და განცხადებებზე სემეკის პასუხების მიღება იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, ძალაში რჩება სემეკ-ის ოფისში განცხადებების ჩაბარებისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობაც.

კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ, მიმართონ სემეკ-ს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით, სემეკ-ში წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და, ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ სემეკ-ის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები.

აღნიშნული მომსახურება უფასოა.