დღეიდან საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც შეიზღუდება
დღეიდან საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც შეიზღუდება

საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც იზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, შეზღუდვები დღეს საღამოდან ამოქმედდება.

„ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე. ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, დღის ბოლოს. გვესმის, რომ ეს ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ექსტრაორდინარული ვითარება მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.