დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა
დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა

დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა და ფიზიკური პირები ამ პროგრამით ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ისარგებლებენ.

პროგრამის ფარგლებში, კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან აბონენტები, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. ამავე აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.

სემეკ-ის ინფორმაციით, ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.

ასევე, სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტები, რომლებიც თვეში 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს მოიხმარენ. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.

ამასთან, სემეკ-ის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, შეღავათით სარგებლობაზე უარი განაცხადონ.