დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. როგორც „პოლიტიკო“ წერს, პირველი ქვეყანა ესტონეთია, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება დღეიდან აქვთ.
ცნობისთვის, ესტონეთს 720-ადგილიან ევროპარლამენტში სულ შვიდი დეპუტატი ეყოლება.
ესტონეთის მოქალაქეებისთვის ევროპარლამენტის არჩევნებში ონლაინ ხმის მიცემა დღეს 09:00 საათიდან დაიწყო, ხოლო შუადღიდან ისინი საარჩევნო უბნებზეც მივლენ.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 5 000-მა ადამიანმა უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება.
სოციოლოგიური კვლევებით, ამ ეტაპზე ლიდერობს ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს კონსერვატიული პარტია „სამშობლო“.
ახალი მოწვევის ევროპარლამენტის არჩევნების თარიღებად ოფიციალურად 6, 7, 8 და 9 ივნისია გამოცხადებული. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ არჩევანს 9 ივნისს დააფიქსირებს.