დღეიდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
საკოორდინაციო საბჭოში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მოქმედებს დედაქალაქშიც – ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე მიკროავტობუსები და საბაგირო გზები მგზავრებს ვერ მოემსახურება.