იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს ჩვენება, მოდელების ნაცვლად, დრონებმა გახსნეს. ინფორმაციას და ვიდეომასალას „ვოგი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, Dolce & Gabbana-ს 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმლის ხაზი ჯერ დრონებმა წარადგინეს, შემდეგ კი მსოფლიოს წამყვანმა მოდელებმა.
დეფილე მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში იყო წარმოდგენილი.