დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილთა სააგენტო 100-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩევენ. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 2023 წელს სააგენტომ სოფლად სახლი 1 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა. 2025 წლის ბოლომდე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში 6 000 დევნილი ოჯახი განსახლდება“, – ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.