დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ 2021-2024 წლებში დევნილი ოჯახებისთვის 8 000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც 709 800 000 ლარი გამოიყოფა
დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ 2021-2024 წლებში დევნილი ოჯახებისთვის 8 000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც 709 800 000 ლარი გამოიყოფა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, ოთხწლიანი განსახლების გეგმა წარმოადგენდა. 2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8 000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 709 800 000 ლარი გამოიყოფა.

სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ვადების, ბიუჯეტისა და ადგილმდებარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ეტაპობრივად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში გადაეცემათ.