დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს 25 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მხოლოდ 2019 წელს სახელმწიფომ სახლი 164 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა. 2020 წელს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 250-მდე ოჯახი განსახლდება.