24-26 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლილში დევისის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები ბელგიას უმასპინძლებს.
ორივეგუნდის კაპიტანმა მომავალი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ფინალისთვის ფრანგების ოთხეული ასეთი გამოიყურება: ჟო-ვილფრიდ ცონგა, ლუკა პუიე, პიერ-იუგ ერბერი და ნიკოლა მაუ.
ბელგიელების შემადგენლობა ასეთია: დავიდ გოფენი, სტივ დარცისი, რუბენ ბემელმანსი და არტურ დე გრეფი.
ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა 3:1, ბელგიამ ავსტრალია – 3:2.