მადრიდში ამ კვირას დევისის თასის ფინალი იმართება, რომელშიც გამარჯვებული ახალი ფორმატით გამოვლინდება. ბრძოლაში ჩაებმება 18 გუნდი. ისინი ექვს ჯგუფად არიან გაყოფილნი. წრიული ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ჯგუფების გამარჯვებულები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი მეოთხედფინალში გავლენ.
A ჯგუფი
საფრანგეთი – გაელ მონფილსი, ბენუა პერი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, პიერ-უგ ერბერი, ნიკოლა მაუ. კაპიტანი: სებასტიან გროსჟანი.
იაპონია – იოშიჰიტო ნიშიოკა, იასუტაკა უჩიამა, იუიში სუგიტა, ტარო დანიელი, ბენ მაკლაჰლანი. კაპიტანი: სატოში ივაბუჩი.
სერბეთი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუშან ლაიოვიჩი, ფილიპ კრაინოვიჩი, ვიქტორ ტროიცკი, იანკო ტიპსარევიჩი. კაპიტანი: ნენად ჟიმონჟიჩი.
B ჯგუფი
ხორვატია – ბორნა ჩორიჩი, ბორნა გოიო, მატე პავიჩი, ნიკოლა მეკტიჩი, ივან დოდიგი. კაპიტანი: ჟელკო კრაიანი.
რუსეთი – დანიილ მედვედევი, კარენ ხაჩანოვი, ანდერ რუბლიოვი, ევგენი დონსკოი. კაპიტანი: შამილ ტარპიშჩევი.
ესპანეთი – რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, პაბლო კარენიო ბუსტა, ფელისიანო ლოპესი, მარსელ გრანოლერსი. კაპიტანი: სერხი ბრუგერა.
C ჯგუფი
არგენტინა – დიეგო შვარცმანი, გვიდო პელა, ლეონარდო მაიერი, ორასიო სებალიოსი. კაპიტანი: გასტონ გაუდიო.
ჩილე – კრისტიან გარინი, ნიკოლას ხარი, ალეხანდრო ტაბილო, მარსელო ტომას ბარიოს ვერა, ჰანს პოდლიპნიკ-კასტილიო. კაპიტანი: ნიკოლას მასუ.
გერმანია – იან-ლენარდ შტრუფი, ფილიპ კოლშრაიბერი, დომინიკ კოპფერი, კევინ კრავიცი, ანდრეას მისი. კაპიტანი: მიხაელ კოლმანი.
D ჯგუფი
ავსტრალია – ალექს დე მინორი, ნიკ კირგიოსი, ჯონ მილმენი, ჯორდან ტომპსონი, ჯონ პირსი. კაპიტანი: ლეიტონ ჰიუიტი.
ბელგია – დავიდ გოფენი, კიმერ კოპეიანსი, სტივ დარცისი, იორან ვლიგენი, სანდერ ჟილი. კაპიტანი: იოჰან ვან ჰერკი.
კოლუმბია – დანიელ გალანი, სანტიაგო ხირალდო, ალეხანდრო გონსალესი, ხუან სებასტიან კაბალი, რობერტ ფარა. კაპიტანი: პაბლო გონსალესი.
E ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი – დენ ევანსი, ენდი მარეი, ჯეიმი მარეი, ნილ სკუპსკი. კაპიტანი: ლეონ სმიტი.
ყაზახეთი – ალექსანდრ ბუბლიკი, მიხაილ კუკუშკინი, დმიტრი პოპკო, ალექსანდრ ნედოვესოვი, ანდრეი გოლუბევი. კაპიტანი: დიას დოსკარაევი.
ჰოლანდია – რობინ ჰაასე, ტალონ გრიკსპური, ბოტიჩ ვან დე ზანდშულპი, ვესლი კულჰოფი, ჟან-ჟულიენ როჟერი. კაპიტანი: პოლ ჰაარჰიუსი.
F ჯგუფი
კანადა – მილოშ რაონიჩი, ფელიქ ოჟე-ალიასიმი, დენის შაპოვალოვი, ვასეკ პოსპიშილი. კაპიტანი: ფრენკ დანჩევიჩი.
იტალია – მატეო ბერეტინი, ფაბიო ფონინი, ლორენცო სონეგო, ანდრეა სეპი, სიმონე ბოლელი. კაპიტანი: კორადო ბარაცუტი.
აშშ – ტეილორ ფრიტცი, რაილი ოპელკა, სემ კუერი, ფრენსის ტიაფო, ჯეკ სოკი. კაპიტანი: მარდი ფიში.
ტურნირი 18-24 ნოემბერს ჩატარდება. თითო მატჩი შედგენილი იქნება სამი შეხვედრისგან – ორი ერთეულები და ერთი წყვილები. თითო თამაში ორი სეტის მოგებამდე იქნება.