დევიდ ვაისის ოფისის პროკურორები - ჯო ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროს რუმინელმა ოლიგარქმა ჰანტერ ბაიდენი აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე გავლენის მოხდენის მიზნით დაიქირავა
ჯო ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროს რუმინელმა ოლიგარქმა, გაბრიელ პოპოვიჩიუმ ჰანტერ ბაიდენი აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე გავლენის მოხდენის მიზნით დაიქირავა. ამის შესახებ სპეციალური პროკურორის, დევიდ ვაისის ოფისის პროკურორებმა განაცხადეს.
პროკურორების მტკიცებით, მდიდარმა რუმინელმა პრეზიდენტის შვილი იურიდიულ სამუშაოზე 2015 წლის ბოლოს დაიქირავა. პოპოვიჩიუს იმ დროს საკუთარ ქვეყანაში კორუფცია ედებოდა ბრალად. პროკურორების თქმით, ჰანტერ ბაიდენი და მისი ბიზნესპარტნიორი „შეშფოთებული იყვნენ, რომ ლობისტურ მუშაობას, შესაძლოა, გამოეწვია პოლიტიკური შედეგები ბრალდებულის მამისთვის. შესაბამისად, გარიგება ისე იყო სტრუქტურირებული, რომ იმალებოდა იმ სამუშაოს ნამდვილ ბუნება, რომელსაც ჰანტერ ბაიდენი ასრულებდა“.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ ჰანტერ ბაიდენმა და მისმა ორმა ბიზნესპარტნიორმა 2015-დან 2017 წლის ნოემბრამდე 3 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს პოპოვიჩიუსგან.