დევიდ სასოლი - ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხოლოდ სოლიდარობით შევძლებთ კრიზისის დაძლევას
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დევიდ სასოლი გამოეხმაურა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს პარტნიორობა უნდა გააგრძელოს. ამის შესახებ დევიდ სასოლმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„მჭიდრო პარტნიორობა ჩვენს საერთო ინტერესშია, განსაკუთრებით პანდემიის დროს. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მხოლოდ სოლიდარობით შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას“, – წერს სასოლი.