დევიდ ქემერონმა და ენტონი ბლინკენმა ისრაელ-ღაზას შორის კონფლიქტი და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ისრაელსა და ღაზას შორის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ესაუბრა.
„ბიბისის“ ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განიხილეს „ისრაელის თავდაცვის უფლება და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობა ღაზაში დახმარების უსაფრთხო გატარების მიზნით“.
ამასთან, დევიდ ქემერონმა და ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზეც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა და კამერონმა „ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ ურთიერთობა და მისი მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის“.