დევიდ ქემერონი - წარმოუდგენელი ერთობა არსებობს ამერიკას და მთელ ევროპას შორის, რათა უკრაინას დავეხმაროთ ყველაფრით, რითიც შეგვიძლია
წარმოუდგენელი ერთობა არსებობს ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ამერიკასა და მთელ ევროპას შორის, რათა უკრაინას აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმაროთ ყველაფრით, რითიც შეგვიძლია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ქემერონის თქმით, უკრაინის სამხედრო, დიპლომატიური და ფინანსური დახმარების კუთხით, ბრიტანეთი და გერმანია ორი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
„შორი დისტანციის იარაღს რაც შეეხება, მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმის შესახებ, რამდენად ეფექტური იყო ეს იარაღი უკრაინის დასახმარებლად აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.
ამასთან, დევიდ ქემერონი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ალიანსის მოკავშირეებს შორის წარმოუდგენელი ერთობაა.
„წარმოუდგენელი ერთიანობაა მოკავშირეებს შორის, წარმოუდგენელი ერთიანობაა ნატო-ში, რომელიც ახლახან გაფართოვდა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით“, – აღნიშნა ქემერონმა.