დევიდ ქემერონი - ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ რაფაჰში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამოძიება უნდა იყოს სწრაფი, ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ რაფაჰში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამოძიება უნდა იყოს სწრაფი, ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.
ამასთან, ქემერონმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ღრმად შემაშფოთებელია ის სცენები, რომლებიც რაფაჰში შაბათ-კვირას განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ ვიხილეთ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინციდენტი სწრაფად, ყოვლისმომცველად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება შეთანხმება მძევლების გამოსაყვანად ბრძოლის შეჩერებით, რათა მივცეთ მხარეებს მუშაობის საშუალება გრძელვადიანი, მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისთვის“, – განაცხადა ქემერონმა.