“სან ანტონიო სპურსის” კალათბურთელმა დევიდ ლიმ სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ამერიკელმა სპორტსმენმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე განაცხადა. “დღეს წვეულება გავმართეთ, რომელიც ჩემი დიდი სპორტიდან წასვლას ეძღვნებოდა, სადაც თავი ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა მოიყარეს. დიდი მადლობა ჩემს უძვირფასეს საცოლეს – კაროლინას ამ არაჩვეულებრივი საღამოს ორგანიზებისთვის”.
34 წლის დევიდ ლიმ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 12 სეზონი გაატარა და ამ დროის მანძილზე “გოლდენ სტეიტ უორიორსის” შემადგენლობაში საჩემპიონო ბეჭედიც კი მოიპოვა. იგი სხვადასხვა დროს “ნიუ იორკ ნიქსის”, “ბოსტონ სელტიკსის”, “დალას მავერიკსისა” და ბოლოს “სან ანტონიო სპურსის” ღირსებას იცავდა.