დევიდ კრამერი - ვიმედოვნებ, 2024 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება ძლიერი ძალისხმევა გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაკვირვების უზრუნველყოფისთვის
ვიმედოვნებ, 2024 წლის არჩევნები სამართლიანი იქნება. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მათ შორის ამერიკული ორგანიზაციებიდან, იქნება ძლიერი ძალისხმევა არჩევნების გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაკვირვების უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.
კრამერი იმედოვნებს, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იხილავს.
„ჩვენ შეგვეძლება შეფასება, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, ასევე, უშუალოდ არჩევნების დღე. ვიმედოვნებ, საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი ყურადღების ფონზე, ჩვენ ვნახავთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. საქართველოს აქვს რთული საარჩევნო ისტორია. 2011 და 2012 წლებში ჩვენ ვნახეთ ძალაუფლების გადაცემა ერთი მხარის მიერ მეორესთვის, ერთი მთავრობიდან მეორეზე. მას შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახავთ, დარჩება თუ არა ეს პარტია ხელისუფლებაში. ეს ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.