Mugler-ს ახალი არტდირექტორი ჰყავს. ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ბრენდს ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე (დევიდ კომა) ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ვოგი“ ავრცელებს.
„Casey Cadwallader-ის დანიშვნის მიზანი ბრენდის პოპულარობის გაზრდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ავანგარდული ბრენდის სახელის დაბრუნებაა“, – წერია Mugler-ის ოფიციალურ განცხადებაში.
Casey Cadwallader-ის დებიუტი მოდის სახლში 2018 წლის მარტში შედგება.