დევიდ ერეი - ჩვენი მიზანია, საქართველოში ადგილობრივ დონეზე დემოკრატია საუკეთესოდ ფუნქციონირებდეს, რაც უმჯობესდება არჩევნებიდან არჩევნებამდე
დევიდ ერეი - ჩვენი მიზანია, საქართველოში ადგილობრივ დონეზე დემოკრატია საუკეთესოდ ფუნქციონირებდეს, რაც უმჯობესდება არჩევნებიდან არჩევნებამდე

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ადგილობრივ დონეზე დემოკრატია საუკეთესოდ ფუნქციონირებდეს, რაც უმჯობესდება არჩევნებიდან არჩევნებამდე, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრმა დევიდ ერეიმ შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირსა და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად გაიმართა.

მისივე თქმით, არჩევნების პროცესი საკმაოდ მშვიდი იყო, თუმცა ასევე შეინიშნებოდა გარკვეული დარღვევები.

„ჩვენ ვართ 18-წევრიანი ჯგუფი ევროპის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესიდან. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ პროცესი იყო საკმაოდ მშვიდი. ასევე, შევნიშნეთ წესების გარკვეული დარღვევები, როგორიცაა საარჩევნო უბნებთან დისტანციის დაცვა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ადგილობრივ დონეზე დემოკრატია საუკეთესოდ ფუნქციონირებდეს, რაც უმჯობესდება არჩევნებიდან არჩევნებამდე. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ეს გზა გააგრძელოს“, – აღნიშნა დევიდ ერეიმ.