Deutsche Welle - გერმანელმა ეკოლოგებმა „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ ის მშენებლობის შესაჩერებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
გერმანელმა ეკოლოგებმა „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ ის მშენებლობის შესაჩერებლად ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გარემოს დამცველი ორგანიზაცია Nabu-ის სპეციალისტები აცხადებენ, რომ 1200 კილომეტრიანი გაზსადენის მილი ბალტიის ზღვის წყალქვეშა სიცოცხლეს სამყაროს შეუქმნის.
ცოტა ხნის წინ, ორგანიზაციამ იგივე სარჩელი ქალაქ გრაფისვალდის სასამართლოში შეიტანა, თუმცა მოსამართლემ ეკოლოგების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სწორედ ამიტომ გარემოს დამცველებმა ქვეყნის უზენაეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
მაისში ფინეთის სასამართლოში მსგავსი სარჩელი შეიტანა გარემოს დამცველმა ორგანიზაცია ClientEarth-მაც.
მათი განცხადებით, გაზსადენი მილის მშენებლობა ბალტიის ზღვაში მცხოვრებ წყლის არსებების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
1200-კილომეტრიანი გაზსადენი მილი, რომელმაც ბალტიის ზღვაში უნდა გაიაროს, რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.
პროექტში რუსული, გერმანული, ჰოლანდიური და ფრანგული კომპანიები არიან ჩართულნი.
სადავო პროექტს გარემოს დამცველებსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ლიდერებს შორის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.