Der Spiegel-ის ცნობილი ჟურნალისტი „გამოგონილი ამბების“ გამო სამსახურიდან დაითხოვეს
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობილი ჟურნალისტი „გამოგონილი ამბების“ გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
Der Spiegel-ის ცნობით, კლაას რელოციოსი სტატიების ფალსიფიცირებას ოსტატურად ახერხებდა და ხშირად პერსონაჟებსაც კი თავად იგონებდა.
გერმანული გამოცემის ავტორმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მკითხველი სულ მცირე 14 სტატიაში მოატყუა.
რელოციოსის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რეპორტიორის საეჭვო ქცევაზე რედაქციას მისმა კოლეგებმა შეატყობინეს.
თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ რამდენჯერმე რეპორტაჟების პერსონაჟები გამოიგონა და მათი ყალბი ციტატები მოიყვანა.
Der Spegel-ის რედაქციამ დაადგინა, რომ რეპორტიორმა მოიტყუა, როდესაც აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე არსებული სიტუაციის შესახებ წერდა. კერძოდ, ის წერდა, რომ მინესოტაში ნახა აბრა წარწერით „მექსიკელებო, მოერიდეთ აქაურობას”, რაც სიცრუე აღმოჩნდა.
ჟურნალისტმა ასევე იცრუა გუანტანამოს ციხის პატიმრების შესახებ დაწერილ სტატიაშიც.
კლასს რელოციოსი Der Spiegel-ში 2011 წლიდან მუშაობდა. ის 60-ზე მეტი სტატიის ავტორია. მომხდარის გამო გერმანულმა ჟურნალმა მკითხველს ბოდიში მოუხადა.