დეპუტატთა ჯგუფის შესწორება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უცხოური მხარის ჩარევის გარეშე, ევროპარლამენტის წევრებმა არ გაითვალისწინეს
ევროპარლამენტის დეპუტატთა ერთ-ერთი ჯგუფის შესწორება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ნებისმიერი უცხოური მხარის ჩარევის გარეშე, ევროპარლამენტის წევრებმა არ გაითვალისწინეს.
შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებდა ყველა მხარეს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებისა და თავისუფალი არჩევანის ვერდიქტს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
„ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მომავალი უნდა ასახავდეს მისი ხალხის ნებას; ხაზს უსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, ნებისმიერი უცხოური მხარის ჩარევის გარეშე; მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებისა და თავისუფალი არჩევანის ვერდიქტს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“, – ნათქვამი იყო შესწორებაში, რომელიც რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში ვერ მოხვდა.
აღნიშნული შესწორების ინიციატორები იყვნენ მემარცხენეთა ჯგუფში შემავალი დეპუტატები: დანილო დელა ვალი, გაეტანო პედულა, მარიო ფურორე, ჯუზეპე ანტოჩი, ვალენტინა პალმისანო, პასკუალ თრიდიკო, დარიო ტამბურანო, კაროლინა მორასი.