დეპუტატმა სოფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ქაცარავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას“, – წერს ქაცარავა.