დეპუტატი გია ჟორჟოლიანი პარლამენტში არ შეუშვეს [ფოტო/ვიდეო]

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დეპუტატი გია ჟორჟოლიანი არ შეუშვეს.

ის ტერიტორიიდან შეძახილებითა და სასტვენებით გააცილეს.

გია ჟორჟოლიანი უკვე მესამე დეპუტატია, რომელიც დღეს დილიდან პარლამენტში მივიდა, თუმცა შესვლა ვერ მოახერხა. მანამდე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება დეპუტატებს  – რევაზ არველაძესა და მერაბ ქვარაიას არ მისცეს.

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. ჩახერგილია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.