ალექსანდრ ბრიგინეცი - სააკაშვილს უკრაინის პროკურატურა ძალიან ლოიალურად ექცევა
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობა საკმაოდ ლიბერალურად აღიქმება, – ამის შესახებ ბლოკ პეტრო პოროშენკოს დეპუტატმა ალექსანდრ ბრიგინეცმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილს ძალიან ლოიალურად ექცევა.
„იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი ფაქტობრივად პატიმრობიდან გაიქცა და სამართალდამცველებს რამდენიმე დღის განმავლობაში ემალებოდა, შინაპატიმრობა საკმაოდ ლიბერალურად აღიქმება“, – აცხადებს დეპუტატი.
მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.