დეპუტატებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
დეპუტატებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტის პლენარული სესია დღეს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა გახსენებით დაიწყო. დეპუტატებმა 3 წლის წინ, სტიქიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„დღეს არის 13 ივნისი. ტრაგიკული დღე ყველას გვახსოვს, როდესაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა სტიქიურმა უბედურებამ. მე გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს სხდომის დაწყებისას.

წუთიერი დუმილის შემდეგ, სესია დეპუტატების განცხადებებით გაგრძელდა.

21 დაღუპული, მათგან ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – 13 ივნისის სტიქიიდან დღეს სამი წელი გავიდა.