დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ისევ მძაფრი სუნი იგრძნობა [ვიდეო]
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ისევ მძაფრი სუნი იგრძნობა.
„როგორც ჩანს, ისევ სუნი დადგა დარბაზში. ვენტილაცია კი არ უნდა, ჩემი აზრით, უნდა მოვიყვანოთ ვინმე და შეამოწმოს ჰაერის შემადგენლობა. უნდა გვითხრან, ამ დარბაზში პარლამენტის წევრების დიდი ხნით ყოფნა რეკომენდებულია თუ არა“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
ამასთან, სხდომაზე შეუძლოდ გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი.