დეპუტატ ეკა სეფაშვილის ინიციატივით, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან მედიაში სიძულვილის ენის საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრა იმართება
დეპუტატ ეკა სეფაშვილის ინიციატივით, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან მედიაში სიძულვილის ენის საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრა იმართება

დეპუტატ ეკა სეფაშვილის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრა იმართება.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, დღეს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის სიძულვილის ენა მედიაში.

„შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, რომლის არხსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, განვახორციელოთ ცვლილებები კანონში, რაც მიზნად ისახავს ამ საკითხის დარეგულირებას მედიასივრცეში. ეს საკითხები აზრთა სხვადასხვაობას იწვეს და ძალიან საინტერესო იქნება სწორედ ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილთან ამ თემაზე დისკუსია, მათი აზრის მოსმენა და საკანონმდებლო ცვლილებებში შეძლებისდაგვარად გათვალისწინება“, – განაცხადა სეფაშვილმა.