დენის, წყლისა და დასუფთავების ერთიანი სისტემით გადახდა შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს
საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაიშვილი, პარლამენტსა და და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.
მოქალაქე იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც კომუნალური გადასახადების, კერძოდ ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების საფასურის გადახდა ერთიანი სისტემით ხორციელდება. მომწოდებელს კი უფლება აქვს, აბონენტს შეუწყვიტოს ყველა მომსახურება, თუ ერთი რომელიმე მომსახურების საფასურს არ ან ნაწილობრივ გადაიხდის.
მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მომხმარებელს შეიძლება შეუწყდეს იმ კომუნალური მომსახურების მიწოდება, რომლის საფასურიც მას გადახდილი აქვს და აღნიშნული მომსახურება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობასა და მომხმარებელთა უფლებებს.
ანა ფირცხალაიშვილს გასულ წელს წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. სს „თელასი“ დაეყრდნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის გადაწყვეტილებას, აბონენტს ელექტროენერგიის სს „თელასის“ სააბონენტო ანგარიშზე გადახდილი ჰქონდა ელექტროენერგიის საფასური. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოქალაქემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.