გერმანელი გამთამაშებელი დენის შრიოდერი კარიერას „ბოსტონ სელტიქსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ 27 წლის კალათბურთელმა საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა.
„სიამაყით გაცნობებთ, რომ 2021-22 წლების სეზონში „ბოსტონში“ ვითამაშებ. ეს არის NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ჩემთვის დიდი პატივი იქნება მწვანე მაისურის ჩაცმა და საყვარელი საქმის კეთება!’ – დაწერა შრიოდერმა.
ESPN-ის ინსაიდერის ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, გერმანელი ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გასულ სეზონში შრიოდერი „ლეიკერსში“ თამაშობდა, მაგრამ უარყო ოთხწლიანი და 84-მილიონიანი წინადადება. კალიფორნიულ გუნდში მან 62 მატჩი ჩაატარა, 15.4 ქულა დააგროვა, რასაც 5.8 შედეგიანი პასი დაუმატა.