პარიზის ოლიმპიადაზე გერმანიას მაქსი კლებერი შეუერთდება #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე გერმანიას მაქსი კლებერი შეუერთდება #1TVSPORT

მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. გუნდს, შესაძლოა, შეუერთდეს „დალას მავერიქსის“ ცენტრი მაქსი კლებერი. ინფორმაცია გაავრცელა ბერძნული Sportal.gr-ის ჟურნალისტმა ხრისტოს ცალტასმა.

აქამდე კლებერს კონფლიქტი ჰქონდა ნაკრების კაპიტანთან და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშესთან დენის შრიოდერთან, რომელმაც ცენტრი 2022 წლის ევრობასკეტის გამოტოვებისთვის გააკრიტიკა.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, შრიოდერმა ბოდიში მოუხადა კლებერს მკვეთრი განცხადებების გამო, მაგრამ „დალასის“ ცენტრმა უარი თქვა ტურნირში თამაშზე იმ მიზეზით, რომ გუნდს მისი შემადგენლობაში ხილვის დიდი ენთუზიამი არ გააჩნია.