დენის შმიგალი - საქართველო-უკრაინის ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა ახალ ნიშნულზე გავიდა, იმედი მაქვს, მის განვითარებას მოვახდენთ
ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გავიდა ახალ ნიშნულზე. იმედი მაქვს, ჩვენ მოვახდენთ მის განვითარებას ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის მესამე სხდომა თბილისშია დაგეგმილი ამ წლის ბოლოს, – ამის შესახებ უკრაინიას პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარებისთვის.
„ბატონ პრემიერთან საუბრის დროს, მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარებისთვის. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და საბორნე მიმოსვლების არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა, რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ევროპულ კომისიასთან საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის საზღვაო პორტებში საკონტეინერო-საფიდერო მიმოსვლის განვითარების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას ყველა წინაპირობა გააჩნია საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის.
„ჩვენ განვიხილეთ ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა პრივატიზაციის პროცესში. ერთობლივი მაღალტექნოლოგიურ საწარმოების განვითარებაში და ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ზოგადად, დიდად ვაფასებ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში, ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთქმედების გამიზნულ სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშროლობის წარმატებაში“, – განაცხადა შმიგალმა.