დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ომის დასრულების შემდეგ შეძლებს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ უკრაინა შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას ომის დასრულების შემდეგ. უკრაინის პრემიერის თქმით, ქვეყანა ძალიან სწრაფად მიიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
როგორც შმიგალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინამ უკვე განახორციელა საკუთარი კანონმდებლობის მონიტორინგი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რაც ამცირებს მოლაპარაკების პროცედურების ხანგრძლივობას.
უკრაინის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა შეძლებს მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებული ყველა პროცედურის გავლას „ძალიან სწრაფად – ორ წლამდე“.
„ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენი საშინაო დავალება“, – აღნიშნა შმიგალმა.