დენიელ კორმიე სტიპე მიოჩიჩთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე საბრძოლველად მზად არის
დენიელ კორმიე არ იქნება წინააღმდეგი თუ მისი სპორტული კარიერის უკანასკნელი ბრძოლა უმაყურებლო დარბაზში გაიმართება. როგორც ცნობილია, „დი სის“ დიდი სურვილი აქვს მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონ სტიპე მიოჩიჩთან რიგით მესამე ბრძოლა გამართოს და შემდეგ კარიერა დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება კორმიემ ნოკაუტით მოიგო. რემატჩი კი სტიპეს გამარჯვებით დასრულდა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა სწორედ ასე დასრულდება. უმაყურებლო დარბაზში გამართული ბრძოლით. ეს ძალიან რეალურია. ეს ძალიან გავს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის წარსულ სეზონებს, როდესაც ბრძოლები უმაყურებლოდ იმართებოდა. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ჩვენთვის ეს ახალი ამბავი არ არის.“ – განაცხადა კორმიემ არიელ ჰელვანისთან საუბრის დროს.