დანა ვაიტის განცხადებით, კორმიეს რამდენიმე სავარაუდო მეტოქე ჰყავს
დანა ვაიტის განცხადებით, კორმიეს რამდენიმე სავარაუდო მეტოქე ჰყავს

მას შემდეგ, რაც ფრენსის ნგანოუმ კეინ ველასკესი იოლად დაამარცხა, „იუ-ეფ-სის“ (UFC) მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონ დენიელ კორმიერს სავარაუდოდ ტიტულის დაცვა მოუწევს. ფრენსის ნგანუმ კორმიე საჩხუბრად ჯერ კიდევ ველასკესთან შემდგარ ბრძოლამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გამოიწვია. პასუხად „დი სიმ“ განაცხადა, რომ აფრიკელს იოლად დაამარცხებს – ზუსტად ისე, როგორც ეს ბოლო სამი ბრძოლის დროს გააკეთა. თემასთან დაკავშირებით, კომენტარი დანა ვაიტმაც გააკეთა. UFC-ის პრეზიდენტის განცხადებით, კორმიეს ამჟამად ტრავმა აქვს და დღის წესრიგში ჯერჯერობით სხვა დაპირისპირება დგას.

„ჯერჯერობით უცნობია კორმიეს დაბრუნების ზუსტი თარიღი. აქედან გამომდინარე, რომელიღაც ბრძოლის დაანონსება ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა“, – ამბობს ვაიტი. სავარაუდო მეტოქეებად ამ დრომდე ფრენსის ნგანუსთან ერთად სტიპე მიოჩიჩი და დერიკ ლიუისი რჩებიან.