დენიელ კორმიე - თუ სტიპე არ იბრძოლებს, სატიტულო დაპირისპირება ჩემსა და ფრენსის ნგანუს შორის შედგება
დენიელ კორმიე - თუ სტიპე არ იბრძოლებს, სატიტულო დაპირისპირება ჩემსა და ფრენსის ნგანუს შორის შედგება

დენიელ კორმიე არ აპირებს დიდ ხანს ელოდოს სტიპე მიოჩიჩს იმისათვის, რომ ოქტაგონზე დაბრუნდეს. მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა უკანასკნელი ბრძოლა გასული წლის აგვისტოში სწორედ კორმიესთან გამართა და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ამის შემდეგ სტიპეს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად კი წარმოშობით ხორვატი მებრძოლი აცხადებს, რომ პანდემიის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებს, რადგან მის მშობლიურ კლივლენდში სპორტული დარბაზები დახურულია, რის გამოც ჩემპიონი მოსამზადებელი ეტაპის გავლას ვერ ახერხებს.

იუ-ეფ-სი 249-ის“ (UFC 249) დასრულების შემდეგ დენიელ კორმიემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მიოჩიჩი უახლოეს მომავალში მასთან მესამე ბრძოლის ჩატარებაზე უარს იტყვის ორგანიზაცია სატიტულო ბრძოლას მასსა და ფრენსის ნგანუს შორის ჩაატარებს. აფრიკელმა მძიმეწონოსანმა ჯაირზინიო როზენსტრაიკი 20 წამში დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა.

„თუ სტიპე არ იბრძოლებს, მაშინ მე ტიტულისთვის ფრენსის ნგანუს დავუპირისპირდები. გულწრფელად გეტყვით, მე არ მეშინია ფრენსისის. მე არავისი არ მეშინია. რა თქმა უნდა ჩემთვის პრიორიტეტული სტიპესთან მესამე ბრძოლის გამართვაა, თუმცა თუ მან ამაზე უარი თქვა, UFC მას ქამარს ჩამოართმევს. ყველაფერი ძალიან მარტივად არის. თუ ჩემპიონი ხარ, ტიტული უნდა დაიცვა“, – განაცხადა კორმიემ.