დანიელ კორმიე შერეულ საბრძოლო სახეობებში (MMA) წლის მებრძოლი გახდა
დანიელ კორმიე შერეულ საბრძოლო სახეობებში (MMA) წლის მებრძოლი გახდა

ლას ვეგასში გაიმართა World MMA Awards 2019-ის პრემიის დაჯილდოვების ცერემონია, რომლის დროსაც გამოავლინეს საუკეთესოები შერეულ ორთაბრძოლებში.

წლის მებრძოლი გახდა დანიელ კორმიე, ხოლო აუნ ლა ნსანუმ გაიმარჯვა ნომინაციაში – „წლის უცხოელი მებრძოლი“.

UFC229-ზე ტონი ფერგიუსონსა და ენტონი პეტისს შორის ორთაბრძოლა აღიარეს „წლის ბრძოლად“. მაშინ ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ფერგიუსონმა მოიპოვა.

ერთბაშად ორ ნომინაციაში გაიმარჯვა ბრაზილიელმა ამანდა ნუნესმა – „წლის მებრძოლი ქალებს შორის“ და „წლის ნოკაუტი“. ნუნიესმა ნოკაუტით მოუგო თავის თანამემამულე კრის საიბორგს და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ჩემპიონი გახდა ორ წონით კატეგორიაში.

„წლის ქამბექის“ პრიზი მიიღო ანჯელა ლიმ, რომელიც სპორტში ავტოავარიის შემდეგ დაბრუნდა. წლის მწვრთნელი გახდა მაიკ ბრაუნი.