UFC-ის რეიტინგი - კორმიე პირველია, ხაბიბი - მესამე
UFC-ის რეიტინგი - კორმიე პირველია, ხაბიბი - მესამე

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა (UFC) თავისი მებრძოლების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა ამერიკელი მძიმეწონოსანი დანიელ კორმიე. მეორე პოზიციაზეა მძიმე წონაში ტიტულის მფლობელი ჯონ ჯონსი და მხოლოდ მესამე ადგილი უკავია მჩატე წონაში ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს.

მეცხრე ადგილამდე დაეშვა ცნობილი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი.

საერთო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. დანიელ კორმიე
2. ჯონ ჯონსი
3. ხაბიბ ნურმაგომედოვი
4. მაქსი ჰოლუეი
5. ჰენრი სეჰუდო
6. ამანდა ნუნიესი
7. ტიჯეი დილაშოუ
8. კამარუ უსმანი
9. კონორ მაკგრეგორი
10. სტიპე მიოჩიჩი